პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საბრძოლო მოქმედებებში "მოხალისეების" ჩართვას აპირებს.
"თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც სურთ მოხალისეობრივად, მით უმეტეს ანაზღაურების გარეშე, ჩამოვიდნენ და დაეხმარონ დონბასში მცხოვრებლებს, შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და დავეხმაროთ საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოსახვედრად", - განაცხადა პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ ოკუპირებულმა დონეცკმა და ლუგანსკმა მოხალისეების 16 ათასამდე მიმართვა მიიღო - ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. პენტაგონის ინფორმაციით, კი მოსკოვი ცდილობდა, უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში სირიელი მებრძოლები ჩაერთო.